ლაზარე ოსმანოვი მიწვეულია Fermi National Accelerator Laboratory-ში
04 აპრილი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ლაზარე ოსმანოვი საზაფხულო ორთვიანი სტაჟირების გასავლელად მიწვეულია Fermi National Accelerator Laboratory-ში (ილინოისი, აშშ). სტაჟირების ფარგლებში ლაზარე ჩაერთვება სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც მიმდინარეობს FermiLab-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე ჯერ კიდევ საბაკალავრო საფეხურზე სწავლობს, ის უკვე აქტიურადაა ჩართული თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში (The European Physical Journal). მისი სტატიის ფარგლებში შესწავლილია მყარ ღეროზე გადაკიდული ორი სხეულის მოძრაობის რეგულარული და ქაოტური დინამიკის ისეთი თავისებურებები, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ანალოგი აქამდე ცნობილი მექანიკური სისტემების ყოფაქცევასთან.
ლაზარე ოსმანოვის ილინოისში ცხოვრების ხარჯებს მთლიანად დაფარავს ამერიკული მხარე.
მსგავსი სიახლეები
20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა
28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს
17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას
13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას
11 თებერვალი 2020