თამარ მეშველიანის თანაავტორობით კორნელის უნივერსიტეტმა ნაშრომი გამოაქვეყნა
18 დეკემბერი 2023
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის კურსდამთავრებულის თამარ მეშველიანის ავტორობით, ასტროფიზიკის ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society, გამოქვეყნდება ნაშრომი: “The impact of free-streaming on dwarf galaxy counts in low-density regions.”
თამარის კვლევის ძირითადი ინტერესია ბნელი მატერია და მისი არსებობის რამდენიმე მოდელის გამოკვლევა - ცივი ბნელი მატერიისა და თბილი ბნელი მატერიის მოდელები.
სტატიაში განხილული საკითხები მოიცავს სიმულაციებს, სამ მეგაპარსეკ რადიუსის სფეროში, სადაც ცენტრში ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკაა. მის გარშემო მასიური გალაქტიკების განაწილებას ერთნაირად წინასწარმეტყველებენ ცივი და ბნელი მატერიის მოდელები, ოღონდ, მცირე მასის მქონე (ჯუჯა) გალაქტიკების რაოდენობა თბილი მატერიის მოდელში, დაახლოებით, 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ცივი ბნელი მატერიის მოდელში. ამასთანავე, თბილი ბნელი მატერიის მოდელში არსებული გალაქტიკების რაოდენობა, ახლოსაა ირმის ნახტომის გარშემო გალაქტიკების დამზერად რაოდენობასთან.
სტატიაში ავტორები ხსნიან, თუ რა განაპირობებს ორ მოდელში ამ სხვადასხვაობას და უკავშირებენ იმ გარემოს, სადაც ეს გალაქტიკები არსებობენ.
ნაშრომის სრულად გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა

28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს

17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას

13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას

11 თებერვალი 2020