თინათინ ბარათაშვილი სამუშაო ვიზიტით ნასაში იმყოფებოდა
18 ივნისი 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ბარათაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნასაში (Goddard Space Flight Center).
თინათინი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარია და კოსმოსურ ამინდზე, მზის ქარსა და კორონალური მასის ამოფრქვევებზე მუშაობს. ნასას მიერ შექმნილ მზის ქარის ვალიდაციის პლატფორმას (CCMC) ყოველდღიურად ასობით მკვლევარი იყენებს.
თინათინი ნასაში იმყოფებოდა მის მიერ შემუშავებული მოდელის — იკარუსის — CCMC-ის პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით. მოდელის სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია როგორც მისი პოპულარიზაციისთვის, ისე გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ფართო გამოყენებისთვის. თანამშრომლობა ვიზიტის შემდეგაც გრძელდება და მოდელის ინტეგრაცია წარმატებით მიმდინარეობს.
კოსმოსური ამინდის ფიზიკა სწრაფად განვითარებადი და აქტიური სამეცნიერო დარგია.
თინათინმა ლექცია ჩაუტარა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებს და მათ მზის ქარისა და კოსმოსური ამინდის მოდელირების საკითხებზე ესაუბრა.

მსგავსი სიახლეები

20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა

28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს

17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას

13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას

11 თებერვალი 2020