ზურაბ უგულავამ და ნიკოლოზ ნიკურაძემ ICPS-ში მიიღეს მონაწილეობა
18 ოქტომბერი 2023
ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებმა ზურაბ უგულავამ და ნიკოლოზ ნიკურაძემ მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია წელს 7-14 სექტემბერს ფილიპინებზე ჩატარდა.
აღნიშნულ საერთაშორისო აქტივობაზე სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი სამეცნიერო მოხსენებები:
- "დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა ბრონიკოვ-ელისის ვორმჰოლში" - ზურაბ უგულავა
- "შავი ხვრელების მასის შეფასება ელექტრონული აჩქარების მექანიზმით" - ნიკოლოზ ნიკურაძე
სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებით მოიპოვებს.
მათი ვიზიტი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა დააფინანსა.

მსგავსი სიახლეები

20 მაისი 2023
გურამ ქართველიშვილმა აშშ-ში, საინვესტიციო ფონდ Millennium Management-ში დაიწყო მუშაობა

28 მარტი 2016
თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში, University of Maryland-ში გააგრძელებს

17 მაისი 2023
მარიამ მჭედლიძე Master program in Astrophysics and Space Science-ზე აგრძელებს სწავლას

13 აგვისტო 2023
ლუკა დვალაძე Kansas State University-ში სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას

11 თებერვალი 2020