ზურაბ უგულავამ და ნიკოლოზ ნიკურაძემ ICPS-ში მიიღეს მონაწილეობა

18 ოქტომბერი 2023

ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტებმა ზურაბ უგულავამ და ნიკოლოზ ნიკურაძემ მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია წელს 7-14 სექტემბერს ფილიპინებზე ჩატარდა.

აღნიშნულ საერთაშორისო აქტივობაზე სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი სამეცნიერო მოხსენებები:

  • "დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა ბრონიკოვ-ელისის ვორმჰოლში" - ზურაბ უგულავა
  • "შავი ხვრელების მასის შეფასება ელექტრონული აჩქარების მექანიზმით" - ნიკოლოზ ნიკურაძე

სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებით მოიპოვებს.

მათი ვიზიტი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა დააფინანსა.

Cover 2