ოილერის ოლიმპიადა 2023
ოილერის ოლიმპიადა 2023
თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ახალ კონკურსს ოილერის ოლიმპიადას მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის!
ოილერის ოლიმპიადა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც აინტერესებთ მათემატიკა და სურთ ამ მიმართულებით გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, თანამედროვე, ახლებური მიდგომების აღმოჩენითა და მისადაგებით მათემატიკურ ამოცანებთან.
ოლიმპიადის სახელწოდება მომდინარეობს შვეიცარიელი მეცნიერის, მათემატიკოს ლეონარდ ოილერისგან, რომელიც გვევლინება ავტორად მათემატიკასა და მომიჯნავე სამეცნიერო სფეროებში მთელი რიგი ცნებების, პრინციპებისა და მიდგომების აღმომჩენად და ფუძემდებლად. ოლიმპიადის იდეაც მიზნად ისახავს მოიზიდოს შემეცნებითი ინტერესის, მათემატიკური აზროვნების მქონე მოსწავლეები და მისცეს მათ დამატებითი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის დემონსტრირებისთვის.
ოილერის ოლიმპიადის ფორმატისა და ჩატარების პრინციპი იქნება ანალოგიური საერთაშორისო ოლიმპიადებზე არსებული სისტემისა. შესაბამისად, მონაწილეებს აქ მიღებული გამოცდილება გამოადგებათ მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობისთვის. პოტენციურ მონაწილეს საკუთარი კონკურენტუნარიანობის გადამოწმება შეუძლია ნიმუშად მოცემული ამოცანებისდაძლევით.
ოლიმპიადაში მონაწილეობა არის ინდივიდუალური და ის განკუთვნილია IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის.
კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:
- I ტური - 2 აპრილი
- II ტური - 22 აპრილი
დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.
ოილერი 2023 მონაწილეობის სარეგისტრაციო ბმული
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
I ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი
II ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი
III ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი
სასწავლო გრანტი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის და ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება. თუ II ტურში მიღებული შედეგები საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ექნებათ თანაბარი, საპრიზო ადგილის მინიჭება მოხდება I ტურის შედეგების გათვალისწინებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 25 მარტი, 2023
*დარეგისტრირებული მოსწავლეები კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებენ.
ოილერის ოლიმპიადა 2023 - შედეგები
*მეორე ტურში გამსვლელი ქულაა 6.97
- ამოცანები - I ტური, I სესია
- ამოცანები - I ტური, II სესია
- ამოხსნა - I ტური, I სესია
- ამოხსნა - I ტური, II სესია